უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტის გზაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.უკრაინელი სამართალდამცავები აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალასაც ავრცელებენ.