გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.აღნიშნული სკოლა სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.