ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილს 26 ნოემბერს, დილით ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება. დაღუპულ სპეცრაზმელს ტაძრიდან 14.00 საათზე გამოასვენებენ. 21-22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.