რუსთავში, ბათუმის ქუჩის #36-ში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სპეცდანიშნულების რაზმს კორპუსთან მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აზერბაიჯანელი ეროვნების პირი, რომელიც ნარკორეალიზებაშია ეჭვმიტანილი.