ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს. სპეცოპერაცია ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა და მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას. ღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან“ ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ა.შ.