სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელსაც ვასამბეგ ბოკოვის საქმესთან კავშირი არ აქვს. მათივე ინფორმაციით ღონისძიებების შედეგად ადგილზე არავინაა დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ კინოლოგებიც.