შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.
უწყების ცნობით სამართალდამცველებმა 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი 1983 წელს დაბადებული პირი ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, დაკავებულმა და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.