სპეცოპერაცია ფონიჭალაში: სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს - Palitra News

სპეცოპერაცია ფონიჭალაში: სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს

2017-08-11 21:35:16+04:00

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს.რამდენი პირია დაკავებული, უწყებაში არ აკონკრეტებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულიხსმობს.