"ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე ამ დროისთვის 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული. გათავისუფლებული მსჯავრდებულებიდან 6 ქალია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 25 იანვარს ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო.
"მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, - აცხადებენ უწყებაში.