გერმანიის ქალაქ ბერლინში მეორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა. გერმანიაში საქართველოდან უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი გაემგზავრა, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა. სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.