14:08
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
სპეციალისტები: თევზები ტკივილს ისევე გრძნობენ, როგორც ადამიანები
28-10-2019

თევზი იძულებულია იშიმშილოს, თუმცა, ტექნიკურად მას საკვების მიღებაში ხელს არაფერი უშლის. "თევზის ტკივილის რეცეპტორები ძალიან ჰგავს ადამიანისა და ძუძუმწოვრების შეგრძნებებს", - აღნიშნავენ ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარები.

სპეციალისტები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც სხვადასხვა ფიზიკური დაზიანების მქონე თევზების მოქმედებებზე დაკვირვება განახორციელეს.

მაგალითად, დენის დარტყმისას, თევზი რეზერვუარის იმ მონაკვეთში, სადაც დაზიანება მიიღო, აღარ მიცურავს. მეტიც, ის საკვებს სამი დღის განმავლობაში არ იღებს. გარდა ამისა, ანკესის კაუჭით დაზიანებული თევზი ჩვეულებრივზე  გაცილებით ნაკლებ საკვებს იღებს. ბიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, წყლის ბინადარს ტკივილი აწუხებს.

სპეციალისტებმა ასევე შეამჩნიეს, რომ ტრავმირებულ თევზს სუნთქვა აჩქარებული აქვს. ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, ის იწყებს კუდის ინტენსიურ ქიცინს და მეტიც, ცდილობს მტკივნეული ადგილის გაწმენდა/გასუფთავებას. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ტკივილისას, თევზს ტკივილგამაყუჩებელი ეხმარება.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ თევზებს "გაცილებით ჰუმანურად" უნდა მოვექცეთ და გამოვიყენოთ ისეთი კაუჭი, რომელიც მათ ნაკლებ ტკივილს მიაყენებს. სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ კვლევამ დაამსხვრია წლების წინ არსებული ექსპერიმენტების შედეგები - თითქოს თევზები ვერაფერს გრძნობდნენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები