სპეციალისტები ბინაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ - Palitra News

სპეციალისტები ბინაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ

2020-10-20 14:54:23+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვინც მკურნალობას ბინაზე გადის ურჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ. როგორც მან აღნიშნა, ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და ასეთმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ.