კორონავირუსის "დელტა" შტამი სულ უფრო მასშტაბურად ვრცელდება. ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. პაციენტების ჰოსპიტალიზების კუთხით ყოველდღიურად უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ინფიცირებულთა 10% ბავშვია. სპეციალისტები სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას აგვისტოს თვისთვის ვარაუდობენ.
როგორც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ სმუშაო ჯგუფის წევრი ზაზა წერეთელი აღნიშნავს, იმის გამო რომ საქართველოში შეზღუდვები შეამცირეს და რაც დარჩა არაეფექტურად ხორციელდება არსებობს ვარაუდი, რომ შემთხვევბის რაოდენობა მოიმატებს და აგვისტოს თვეში ეპიდსიტუაცია გაუარესდება. სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო მონაცემების გათვალისწინებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა იქნება დიდი რისკის ქვეშ და იქნება უფრო ზრდადი ინფიცირების მაჩვენებელი.
ამ დროისთვის "დელტა" შტამი საქართველოში მოსახლეობის 40%-ში ფიქსირდება და აგვისტოს თვეში ის უკვე იქნება დომინანტური, რაც უფრო გააუარესებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას .