ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სადაც გართიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა - დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. ღამის პირველ საათზე ცესკოს ტერიტორიაზე განლაგებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები უკვე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით გაიყვანეს. პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ზურგით ერთგვარ წრეს კრავდნენ და წყლის ნაკადისგან ერთმანეთის დაცვას ამ ფორმით ცდილობდნენ.
წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი და ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი.