ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი სპეკულირება ხდებოდა და მუდმივად გვესმოდა - კვდება, კვდება, კვდება - მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობის პროცესი არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და აქვს სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ყველა მოწოდებულია, სააკაშვილი შიმშილობით დამძიმდეს“.