კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ონსულტანტი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მათე ჯომიდავა 30 დეკემბრიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. შემთხვევა სწორედ 30 დეკემბერს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა.
შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად, მუშაობდა.