თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია „სპარში“ ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაპირისპირდენ, რა დროსაც მომხმარებელმა მაღაზიის გამყიდველს მყარი საგანი ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო გამყიდველმა. სამართალდამცველებმა მომხმარებელი პირი ადგილზევე დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. სპარის თანამშრომელი მეცხრე საავამდყოფოშია გადაყვანილი.