SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა - Palitra News

SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა

2020-08-03 09:10:48+04:00

SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა.

BBC-ის ინფორმაციით, ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი დედამიწაზე კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდნენ. ეკიპაჟის წევრებმა Crew Dragon-ი ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში წარმატებით დასვეს. SpaceX-სა და NASA-ს საერთო პროექტი წარმატებული აღმოჩდა. როგორც უცხოური მედია წერს, ეს ამერიკული კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია.

ცნობისთვის, SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი 30 მაისს გაუშვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ.

2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.