SpaceX-მა გაუშვა მორიგი რაკეტა, რომელმაც თან წაიღო ორი ექსპერიმენტული სატელიტი ვანდენბერგის საჰაერო ბაზიდან, კალიფორნიიდან. ელონ მასკის მიზანი დედამიწაზე სწრაფი ინტერნეტი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, კიდევ მეტად მიუხალოვდა რელობას. სატელიტები დატესტავენ ტექნოლოგიას, რომელსაც კომპანია გეგმავს სამომავლოდ გამოიყენოს მასშტაბური ინტერნეტ სერვისის განვითარებისთვის. SpaceX სამომავლოდ დედამიწის დაბალ ორბიტაზე დაახლოებით 10000 პატარა თანამგზავრის გაგზავნას გეგმავს. თანამგზავრები იმოძრავებენ 335 კმ/სთ სიჩქარით დედამიწის ზედაპირის გარშემო. კომპანიამ საცდელი თანამგზავრი სახელად PAZ საგანგებოდ ესპანური მთავრობისთვის გაუშვა. თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამგზავრი დედამიწას გარშემო იბრუნებს და ჩვენს პლანეტას დღისით და ღამით სუართებს გადაუღებს. გარდა ამისა, თანამგზავრი დააკვირდება ოკეანეებს და გემების გადაადგილებას. ცოტა ხნის წინ ელონ მასკის კომპანიამ საერთაშორისო ყურადრება მიიქცია მსოფლიოში ყველაზე მასიური და ძლიერი რაკეტის Falcon Heavy- ის კოსმოსსში გაშვებით. როგორც ამბობენ, Falcon-ი ყველაზე ძლიერი ოპერაციული ხომალდია მსოფლიოში. საცდელი სატელიტების გაგზავნის საბოლოო მიზანია ადამიანებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ ინტერენტი ხმელეთზე არსებული ყველაზე სწრაფი ინტერნეტის სიჩარით. როგორც SpaceX-ში აცხადებენ, თანამგზავრების ინტერნეტ ბიზნეს 40 მილიონამდე მომხმარებელი ეყოლება და ის კომპანიას 2025 წლისთის 30 მილიარდ აშშ დოლარ მოგებას მოუტანს.