ილონ მასკმა და მისმა კომპანიამ SpaceX-მა წაგებული ტენდერის გამო NASA-ს სასამართლოში უჩივლეს. განაჩენი არაუგვიანეს 22 მაისისა უნდა გამოცხადდეს.მასკისთვის გაუგებარია, იუპიტერის თანამგზავრების სამეცნიერო მისიაში მონაწილეობისთვის, NASA -მ მის კონკურენტზე რატომ შეაჩერა არჩევანი, მაშინ როცა SpaceX-ის რაკეტა 30%-ით იაფი ღირს.
ცნობისთვის, NASA-ს გადაწყვეტილებით 2021 წლისთვის იუპიტერის ასტეროიდებთან აპარატ Lucy-ის (ლუსი) გაშვებაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ United Launch Alliance (იუნაითიდ ლაუნჩ ელიანს) გაიმარჯვა, რომელიც Boeing და Lockheed Martin-ის (ლოკჰიდ მარტინ) ერთობლივი კორპორაცია და ილონ მასკის კონკურენტია.