ამერიკულმა კომპანიამ SpaceX-მა მიმდინარე თვეში მილიარდ 900 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox Business-ი იუწყება.
როგორც კომპანიის მიერ ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიისადმი მიწოდებულ ანგარიშში წერია, აღნიშნული თანხა 75 ინვესტორისგან შემოვიდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის უმსხვილესი ერთჯერადი კაპიტალდაბანდება SpaceX-ში. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით კი კომპანიის ღირებულება საფონდო ბირჟაზე 46 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, მაისში SpaceX-მა ხომალდით Crew Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე პირველი პილოტირებული გაფრენა შეასრულა. როგორც ცნობილია „ნასამ“ ამერიკული წარმოების საფრენი აპარატებით ფრენები 2011 წელს შეწყვიტა და ამერიკელი პილოტები კოსმოსში რუსული საჰაერო ხომალდებით „სოიუზებით“ დაფრინავდნენ.