ილონ მასკის აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა შეიტანა განაცხადი დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაშვების თაობაზე, რომელთაც მთელს პლანეტაზე უფასო Wi-Fi უნდა უზრუნველყონ.
გამოცემა International Business Times-ის ცნობით, კომპანია ორბიტაზე 4 ათას 425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რაც დედამიწის ყველა მცხოვრებს 1 გეგაბატიანი სიჩქარის უსადენო ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას მისცემს.