ამერიკული კომპანია SpaceX-ი დამატებითი 44 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ილონ მასკის კომპანია პირველ ეტაპზე აპირებს ფასიანი ქაღალდების - თითოს 270 დოლარად ემისიას და ამ გზით 1 მილიარდი დოლარის მიღებას. მოლაპარაკებების საწყისი რაუნდი ამ თემაზე მომდევნო ორ თვეში უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, 2018 წელს SpaceX-მა ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიას აუწყა, რომ აპირებდა დამატებით 500 მილიონი დოლარის მოზიდვას პროექტისთვის Starlink. ამისთვის მან განახორციელა ფასიანი ქაღალდების ემისია, აქციაზე 186 დოლარის ოდენობით.
ქსელი Starlink-ი მთელი მსოფლიოსთვის ინტერნეტის მიწოდებისთვის არის გათვალისწინებული. ის ითვალისწინებს რთულად მიღწევად რაიონებსა და ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას წამში 1 გეგაბაიტი სიჩქარით, რაც 5G სტანდარტს შეესაბამება.