პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცირების რეკომენდაცია დაცული იყო და მხოლოდ რამდენიმეში დაფიქსირდა დარღვევა.
როგორც სუბარმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, აღნიშნა, ქვემო ქართლში, მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად, შეწყვეტილია და ყველა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირები პრობლემას აცნობიერებენ. ამასთან სუბარის ინფორმაციით ეკლესიების უმრავლესობაში დაცული იყო შესაბამისი დისტანციაც.