„ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან აქციების დაწყება ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ და შეთანხმება არ უნდათ. ამასთან, როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიტიკუი კრიზისი, რომელიც მთავრობის მეთაურის წასვლით შეიქმნა, “შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამოწურულია”. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, სუბარი ამბობს, რომ “საქართველოს მეგობრები 2012 წელსაც ასე მოგვიწოდებდნენ, რომ არცერთი დამნაშავე არ მიგვეცა პასუხისმგებლობაში”.