პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მკაცრ საკარანტინო ზონაში ორი დღის განმავლობაში შემოწმებულ 45 000 ადამიანს შორის ტემპერატურა ან კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სხვა სიმპტომი პრაქტიკულად არ გამოკვეთილა. მისივე თქმით, ის რამდენიმე პირი, რომელთაც კორონა ვირუსი დაუდგინდათ, დაინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები ან მასთან ძალიან ახლო კონტაქტში მყოფი პირები არიან.
სოზარ სუბარის განცხადებით, უახლოეს დღეებში იმ გამოკვეთილი კლასტერებისთვის, რომლებთანაც ყველაზე მეტად არსებობს საფრთხე ვირუსის გადადების, სწრაფი ტესტირების პროცესიც დაიწყება.