სოციალური პროექტის ფარგლებში აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს სამ საგანში სრულიად უსასყიდლოდ გაივლიან და 2 თვის განმავლობაში უწყვეტი ინტერნეტის მიწოდებაც დაუფინანსდებათ. აბიტურიენტები ქართული ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში კურსებს დისტანციურად Microsoft teams-ის მეშვეობით გაივლიან და სწავლის პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მათ უწყვეტი ინტერნეტითაც უზრუნველჰყოფთ. პროექტის მიზანია, იმ აბიტურიენტების მხარდაჭერა, რომლებსაც რთული მატერიალური პირობების ან სხვა ტექნიკური პრობლემების გამო შეზღუდული აქვთ წვდომა ინტერნეტთან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 3000-ზე მეტ აბიტურიენტს, ვისაც არ აქვს ინტერნეტი, უკვე გადაუგზავნა შეტყობინება სარეგისტრაციო ბმულის თანხლებით. კურსები 25 მაისს დისტანციურ ფორმატში დაიწყება, ხოლო რეგისტრაცია 5 დღეს გასტანს.