სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალი გამართა. ფორუმის მონაწილეებს 60-მდე კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები უმეტესად სადაზღვევო, საბანკო, სამშენებლო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობდნენ 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.