სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, 4 წლის გოგონა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა. მისივე ინფორმაციით, სამწელიწადნახევარი ხდებოდა ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობაზე დაკვირვება და ამდენი წლის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არასდროს დაუფიქსირებია ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები ამ ბავშვის ან სხვა ბავშვების მიმართ.წერეთლის თქმით, ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ იყო შესული და არც მაშინ იკვეთებოდა ძალადობის შემთხვევები, როცა ბავშვი დედას გაჰყავდა, ხოლო მისი ოჯახიდან განცალკევება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო მოხდა.4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.