შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს ან შეიზღუდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფართის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საზედამხედველო უწყებებს მიაწვდის.
"მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, როგორც შრომის ინსპექციის, ასევე სხვა საზედამხედველო უწყებების მიერ, რომლებიც ერთობლივ მონიტორინგს დღემდე ახორციელებდნენ“, - განაცხადა ფერაძემ.