თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამგორის რაიონის გამგეობამ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1000-ზე ნაკლები ქულის მქონე იამზე ფოცხვერაშვილს 150 ლარის მედიკამენტის დაფინანსებაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.ხაბეიშვილმა იამზე ფოცხვერაშვილი იმის მაგალითად მოიყვანა, რომ თბილისის მერია ერთჯერად დახმარებებს უკიდურესად გაჭირვებულებისთვის ძნელად გამოყოფს, მაშინ, როცა ლევან გაჩეჩილაძის მკურნალობა 30 ათასი ლარით დააფინანსა.