სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.