2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული. 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.