ქობულეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობის წინ სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. ისინი სააგენტოს უფროსთან, თემურ ჭანტურიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ და ასევე სურდათ რომ უფროსს პირადად შეემოწმებინა თუ რა პირობებში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები. ათეულობით მოქალაქე სააგენტოს უფროსისგან ითხოვს განმარტებას, თუ რატომ შეუჩერდათ სოციალური დახმარება. აქციის მონაწილის თქმით, 2 ოქტომბერს, მივიდნენ სააგენტოში სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც სააგენტოს უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა მათ.