სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი ამ აქციაზე, - ამის შესახებ პალიტრანიუსს პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განუცხადა.ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, პროცესები დასავლეთიდან იმართება, რასაც აშშ-ის და ბრიტანეთის ელჩების განცხადება ადასტურებს. დეპუტატის თქმით, პროცესი რუსეთის ინტერესში არ არის, რადგან რუსეთის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.შეგახსენებთ რუსეთის ფედერაციას საქართველოში ელჩი არ ყავს, ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.