სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად, ისინი 550 ლარს მიიღებენ.
როგორც მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა, ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგია, რაც სხვა სიახლეებთან ერთად სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.