ჰონგ კონში Sotheby's აუქციონზე 59,6 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 71, 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის სახლის წარმომადგენლების ინფორმაციით, იშვიათი და თვალის მომჭრელ ქვის შეძენა სამ პერსონას სურდა, საბოლოოდ მისი მფლობელი ჩინური კომპანია Chow Tai Fook Jewellery გახდა. ვარდისფერი ბრილიანტი 132.5-კარატიანი ალმასისგან კორპირაცია De Beers-მა 1999 წელს გამოკვეთა.
წარმომადგენლების ინფორმაციით, ვარდისფერმა ოპენჰეიმერის 14,62 კარატიანი ცისფერი ბრილიანტის რეკორდი მოხსნა, რომელიც 2016 წელს ჟენევაში "კრისტის" აუქციონზე 57 მილიონ დოლარად გაიყიდა.