ჩემი ძმა არის ცოცხალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სიტუაცია გართულებულია, ვინაიდან როცა მარტივად იყო შესაძლებელი, ეს თემა არ მოგვარდა, რადგან სახელმწიფოს კეთილი ნება არ იყო, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" კონგოში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა განუცხდა.როგორც ის განმარტავს, ძმის ძებნას ამ დრომდე საკუთარი ძალებითა და კონტაქტებით ცდილობს. ის ამ მიზნით გერმანიასა და რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა. ოსორაული უახლოეს მომავალშიც აპირებს გაუჩინარებული ძმის მოსაძებნად წასვლას, თუმცა, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში, არ აკონკრეტებს. შეგახსენებთ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა.