მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.
ჯაჭვლიანიც თქმით, ის ვერ იქნება ზონდერ ბრიგადის წევრი.მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ჩამოყალიბდა „ზონდერ ბრიგადა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“. მისივე თქმით, ამის თობაზე ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა და დაპირება მიიღო რომ ფედერაციის საქმეებში აღარ ჩაერევიან.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.
სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ.