სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი, მის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, დაიხურა - Palitra News

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი, მის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, დაიხურა

2022-07-18 15:12:22+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი, მის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, დაიხურა. პროკურორმა ამ შუამდგომლობის საფუძვლად საქმის მასალებში გრიფირებული დოკუმენტების არსებობა დაასახელა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან შეძახილები - „სირცხვილია“ და „გრცხვენოდეთ“ მოჰყვა.

სხდომის დახურვამდე სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი დაკავების დროს სამართალდამცავებმა კანონი დაარღვიეს და მასზე იზალადეს.