სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი პროკურატურას მიმართავს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხონ. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე გოგაშვილმა "ინტერპრესიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.ამასთან, გოგაშვილის მტკიცებით, არც პანკისში ყოფილა და არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება შეკითხვას, "იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია შეცდომა?", სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, "ეს ლიკვიდაცია არ ყოფილა, აყვანის პერიოდში მოხდა დაჭრა, ამ ჭრილობის შედეგად, რომელიც აღმოჩნდა სასიკვდილო, ფატალური შედეგი დადგა".