სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. სოსო გოგაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ "ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა. როგორც გოგაშვილი სააგენტოსთან ინტერვიუში აცხადებს, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს, რადგან იცის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის "ამგვარი ქმედებები უცხო არ არის". ამასთან, გოგაშვილი მადლობას უხდის სუს-ს, რომ მისი ოჯახი "განადგურებას გადაურჩა".