ფრანგულმა სოსიეტე ჟენერალმა "თიბისი ბანკის" 5,61%-იანი წილი დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა. სოსიეტე ჟენერალი, "თიბისი ბანკის" აქციონერი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს "თიბისი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკა" შეიძინა. შესყიდვის დროს თიბისი ბანკმა სოსიეტე ჟენერალს, რომელიც ბანკ რესპუბლიკას ფლობდა, ნაწილი თანხა ფულადი, ნაწილი კი აქციების სახით გადაუხადა. დღეის მდგომარეობით თიბისი ბანკის მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები არიან იბიარდი, ჯეიპი მორგანი, შრიოდერ ინვესტმენტ მენეჯმენტი და დანროსო ენდ კომპანი.