სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მნიშვნელოვანი საფრთხეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ დავიცვათ თავი მისგან, ან როგორ მოვიქცეთ თუ უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებასთან გვაქვს საქმე.
განსაკუთრებით აქტუალური პერიოდი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადადების თვალსაზრით არის ზაფხული. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ამ პერიოდში უფრო აქტიურად არიან დაკავებულნი ადამიანები სექსუალური ურთიერთობებით, ახალი ნაცნობებით და ახალი ურთიერთკავშირებით.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ამცირებს ინფექციის გავრცელებას და საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ როგორც საკმაოდ მძიმე გართულებები, ისე მძიმე შედეგების განვითარება.