Sony Interactive Entertainment-მა თავისი უახლესი PlayStation Plus-ის ტრეილერი წარადგინა. იგი მთელი იმ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის მეტაფორას წარმოადგენს, რომელსაც ახალი მოწყობილობა გთავაზობთ.
ახალ ვიდეორგოლს მაყურებელი იდუმალ და დამაინტრიგებელ სამყაროში გადაჰყავს, სადაც გეიმერების ყველა შესაძლო ცხოვრებაა ჩაშლილი. მასში მისტერ მალკოლმის ისტორიაა მოთხრობილი, ხანდაზმული ჯენტლმენის, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ქუჩაში ნებისმიერი ჩვეულებრივი შემხვედრისგან. თუმცა მის სახლში ყველაფერი იცვლება — სწორედ აქ ვიგებთ, რამდენად განსხვავებულია მალკოლმის ცხოვრება, თავისი საიდუმლო სარდაფით და მრავალი წარმოუდგენელი ნივთით, თამაშის სამყაროდან.
მთლიანობაში, ამ ამაღელვებელ ფილმში PlayStation-ის სრულყოფილი გმირია წარმოდგენილი — დასტური იმისა, რომ ყველას შეუძლია, განიცადოს PlayStation-ის საოცრება, თავგადასავლების, კვლევისა და მღელვარების წყურვილის დაკმაყოფილებით. ამასთან კომპანია აუდიტორიას კითხვითაც მიმართავს: რატომ უნდა იყოთ მხოლოდ ერთი რამ, როდესაც შეგიძლიათ, ნებისმიერი იყოთ?