იაპონურმა კორპორაციამ Sony-იმ ახალი Xperia 1 II - ს " (სონი იქსპერია უან მარქ თუ") სმარტფონი წარადგინა, რომელიც კომპანიისთვის 5G ქსელის მხარდაჭერით პირველი ტელეფონია.
ახალი სმარტფონი უფრო სრულყოფილი კამერითაა აღჭურვილი, რომელიც კომპანიამ Sony-ის გერმანულ ZEISS-თან (ზაისთან) თანამშრომლობით შეიმუშავა. მას სამი ობიექტივი აქვს, რომელიც მისი გამოსახულების ხარისხს მაქსიმალურად ფილტრავს. კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ამ ტიპის კამერა პირველ რიგში ფოტოგრაფების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ახალი სმარტფონის გაყიდვები გაზაფხულზე დაიწყება, მისი საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია.