სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი უახლოეს დღეებში რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
როგორც "ჟამანაკ დეილი" წყაროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის მთავარი მიზანი ბუნებრივი აირის საფასურის თემა იქნება.
"სომხეთის ხელისუფლებას სურს, რომ გაზის ფასი იგივე დარჩეს, რადგან ფასების ზრდა უარყოფითად იმოქმედებს როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონის, ისე ეკონომიკის განვითარებაზე", - წერს გამოცემა.
რუსული "გაზპრომი" სომხეთს გაზს აწვდის 165 დოლარად 1000 კუბურ მეტრზე. სომხური მედია წერს, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ხელისუფლება აპირებს გაზზე ფასის 30% -ით გაზრდას.