სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. გადაკეტილია დედაქალაქის ქუჩები. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. სომხეთში პროტესტის ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გასულ თვეს ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით.