სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 881-ს მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 1 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. სომხეთში კორონავირუსისგან სრულიად განიკურნა 114 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.