სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის მანძილზე 50-ით გაიზარდა და მთლიანობაში 532 შეადგინა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ახალი ინფიცირებულებიდან 24 კარანტინში იმყოფებოდა, ხოლო ახლა დანარჩენი 26 პირის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, 30 ადამიანი საავადმყოფოებიდან უკვე გაეწერა.
სომხეთში კორონავირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა.